სასწავლო
პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
ხატია პაპავა
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
ქალაქი აბაშა
|
||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ აბაშის #1 საჯარო
სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
სასურსათო პრობლემა და „ მწვანე რევოლუცია“
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
წარმოადგენენ ერთ–ერთ მნიშვნელოვან
გლობალურ პრობლემას ,როგორიცაა სასურსათო პრობლემა. შეეცდებიან დაგვანახონ
მეცნიერების როლი პრობლემის გადაჭრის საქმეში. ჯგუფებში მუშაობით დაამუშავებენ
მათთვის განკუთვნილ თემებს. მუშაობის პროცესში მოსწავლეები იკვლევენ და
აცნობიერებენ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასურსათო პრობლემას; აკვირდებიან
შიმშილის გეოგრაფიის სპეციფიკას; იკვლევენ და განსაზღვრავენ „მწვანე რევოლუციის“
მნიშვნელობას , შეაფესებენ მის დადებით და უარყოფით მახასიათებლებს; დაადგენენ
,თუ როგორ იცავს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა საკუთარ მოსახლეობას
ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების მიღებისაგან და არის თუ არა მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული.
მოსწავლეები
წარმოადგენენ მომზადებულ მულტიმედიურ პრეზენტაციებს და საინფორმაციო ბუკლეტებს.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
გლობალური გეოგრაფია
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
საშუალო
საფეხური, XI კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
8 კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
გეო.XI.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური
პრობლემის ანალიზი.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
·
რუკების და წყაროების საფუძველზე გაეცნოს და
გაანალიზოს სასურსათო პრობლემის არსი;
·
ინფორმაციის მოძიებით და დახარისხებით
განსაზღვროს „მწვანე რევოლუციის“ მნიშვნელობა და მისი დადებითი და უარყოფითი
ასპექტები;
·
პრობლემის გააზრების, ანალიზისა და დასკვნების
გაკეთების უნარი;
·
ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების,
კლასიფიკაციის და იტერპრეტაციის უნარი.
•
ტექნოლოგიის გამოყენების ,როგორც
ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების , შეფასებისა
და კომუნიკაციის უნარი
•
დროისა და სამუშაო
დატვირთვის ეფექტურად განკარგვის უნარი;
•
ინფორმაციაზე
წვდომის და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი
ცოდნა.
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
რა როლს ასრულებს მეცნიერება სასურსათო პრობლემის
გადაჭრის საქმეში?
|
||
თემატური კითხვები
|
·
მსოფლიო მეურნეობის რომელი დარგები მონაწილეობს
სასურსათო პრობლემის მოგვარებაში?
·
როგორ შეიძლება გამოვკვებოთ მოსახლეობა?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
·
რა არის „მწვანე რევოლუცია“ ?
·
რა არის სელექცია და რის საშუალებას იძლევა იგი?
·
რას ეწოდება არასრულფასოვანი კვება და ფარული
შიმშილი?
·
როგორია შიმშილის გეოგრაფია?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
· ვ-მ-რ-ვ
· გრაფიკული ორგანაიზერები
|
· ვ-მ-რ-ვ სქემა
· ასოციაციური რუკა
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
· სამოქმედო გეგმა
· ჯგუფური მუშაობა
· გრაფიკული ორგანაიზერები
· ბლოგი
· თანასწორთა უკუკავშირი
|
· პროექტის შეფასების სქემა
· ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
· ცხრილები;დიაგრამები.
· ბლოგის რუბრიკა
· ფორმები
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
პრეზენტაცია
·
ბუკლეტი
·
კედლის გაზეთი
|
·
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
·
ბუკლეტის შეფასების სქემა
·
კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკა.
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის დასაწყისში მოსწავლეების მიერ მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი შეკითხვების
გაცნობიერების შესამოწმებლად გამოვიყენებ გამოკითხვას. განვსაზღვრავ
მოსწავლეების წინარე ცოდნას და დავეხმარები მათ გაიხსენონ რა იციან საკვლევი
თემის შესახებ. ამისათვის გამოვიყენებ ასოციაციურ
რუკას და ვ-მ-რ-ვ სქემას. მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო
გეგმა, რაც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების
დროს დაეხმარება .სამოქმედო გეგმა პროექტის შეფასების სქემით შეფასდება.
მოსწავლეები იწყებენ ჯგუფურ მუშაობას ,იყენებენ გრაფიკულ ორგანაიზერებს, ქმნიან
ბლოგებს და ერთმანეთს აფასებენ უკუკავშირით. შეფასების ინსტრუმენტებად
გამოვიყენებ თემატურ რუბრიკებს, ცხრილებს, დიაგრამებს და ფორმებს. საბოლოო
პრეზენტაციას , ბუკლეტს და კედლის გაზეთს ვაფასებ შესაბამისი რუბრიკებით.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
·
აღიქვამენ და აცნობიერებენ სასურსათო პრობლემის მწვავე შედეგებს
·
კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·
ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·
ტექნიკური უნარ-ჩვევები
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული თემის განხილვისას „სასურსათო პრობლემა“ , მოსწავლეებს
მინი-ლექციის სახით მივაწვდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, სენსიტიური
დამოკიდებულების შესაქმნელად ვაჩვენებ ფილმს შიმშილით და კვების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებზე. შემდეგ ვთხოვ
მოსწავლეებს ლექსიკონში ამოიკითხონ „მწვანე რევოლუციის“ განმარტება და დავსვამ
კითხვებს: როგორ ფიქრობთ, გადაარჩენს „მწვანე რევოლუცია“ დედამიწას შიმშილისაგან?
რა უარყოფითი შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას? თემის უკეთ გასაცნობად ვთავაზობ
მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას, შევიმუშავებ პროექტის სამუშაო გეგმას და
გადავანაწილებ დავალებას. კლასს დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულს მივცემ
დავალებას. I ჯგუფი-ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას სასურსათო პრობლემის და
შიმშილის გეოგრაფიის შესახებ ; II ჯგუფი- ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას
„მწვანე რევოლუციის“ დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ; III ჯგუფი- იკვლევს, თუ რამდენად არის შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში
ნატურალური და გენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქციის გარჩევა და რა
რეგულაციებს აწესებს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა აღნიშნულ პროდუქტებთან
დაკავშირებით. ჯგუფებმა ინფორმაცია წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
ინფორმაციის მოძიების
შემდეგ ხდება მისი დახარისხება–კლასიფიცირება. ადგენენ დიაგრამებს ,ცხრილებს და
მათი მეშვეობით გამოსახავენ ინფორმაციას შიმშილის გეოგრაფიის შესახებ,
განვითარებადი ქვეყნების შიმშილის
დაძლევის სტატისტიკას, იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებიც ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან
„მწვანე რევოლუციას“, მოსწავლეები T–დიაგრამის
გამოყენებით აჯგუფებენ „მწვანე რევოლუციის“ დადებით და უარყოფით მახასიათებლებს
.გამოყოფენ მსოფლიო მეურნეობის იმ დარგებს, რომლებიც მონაწილეობს სასურსათო
პრობლემის მოგვარებაში; აწარმოებენ
გამოკითხვას და იკვლევენ ,თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული გმო–პროდუქტებთან
დაკავშირებით.
გაწეული მუშაობის
შემდეგ, მოსწავლეები უბრუნდებიან ზოგად კითხვას: რა როლს
ასრულებს მეცნიერება სასურსათო პრობლემის გადაჭრის საქმეში? და მასზე პასუხის
გასაცემად წარმოადგენენ დამუშავებულ პროექტს პრეზენტაციის სახით.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
სსსმ არ მყავს
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები(მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ მყავს
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
დაევალებათ ჯგუფებში
მუშაობის ორგანიზება, ინფორმაციის ტრანსფორმაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც
პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
||
ბეჭდური მასალები
|
გლობალური გეოგრაფია XI კლასი;
|
||
ინვენტარი/მასალები
|
|||
ინტერნეტ რესურსები
|
www.wikipedia.ge ;
www.google.ge ; www.youtube.com
|
||
სხვა რესურსები
|
|||
Комментариев нет:
Отправить комментарий